სარჩევი 6
გამყიდველი: ინდმეწარმე სანდრო ცხვარიაშვილი, საიდენტიფიკაციო კოდი 01017040802, იურიდიული მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის 10.
1რისთვის იხდით
თავაზი სასტუმროს მართვის პროგრამაა, რომელიც თვიური ან წლიური გამოწერით იყიდება. ფიზიკურად არაფერი მოგეწოდებათ: ანგარიში ონლაინ იხსნება რეგისტრაციისთანავე, მომსახურება კი ვებბრაუზერში მუშაობს.
2უფასო საცდელი პერიოდი
ნებისმიერი გეგმა 30 დღით უსასყიდლოა. ბარათის მიბმისას მის შესამოწმებლად იბლოკება ₾1, რომელიც მაშინვე გიბრუნდებათ. თუ გამოწერას საცდელი პერიოდის დასრულებამდე გააუქმებთ, არაფერი ჩამოიჭრება.
3გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ანგარიშის პარამეტრებში, ორი დაჭერით, ან წერილობითი მიმართვით. გამოწერა წყდება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლოს. მანამდე ყველაფერი მუშაობს და დამატებით არაფერი ჩამოიჭრება.
4როდის ვაბრუნებთ თანხას
გამოწერის გაუქმებისას უკვე გადახდილი პერიოდის საფასური არ ბრუნდება. ორჯერ გადახდილ ან შეცდომით ჩამოჭრილ თანხას სრულად ვაბრუნებთ. თუ ხელშეკრულებას წყვეტთ ჩვენი დარღვევის, ფასის ცვლილების ან მომსახურების პირობების ცვლილების გამო, გიბრუნებთ გადახდილი პერიოდის გამოუყენებელი ნაწილის საფასურს.
5როგორ ბრუნდება თანხა
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. გიპასუხებთ 5 სამუშაო დღეში, დამტკიცებულ თანხას კი 14 დღეში დაგიბრუნებთ. ბარათით გადახდილი თანხა Flitt-ის მეშვეობით იმავე ბარათზე ბრუნდება. როდის გამოჩნდება ის თქვენს ანგარიშზე, თქვენს ბანკზეა დამოკიდებული. საბანკო გადარიცხვით გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც შემოვიდა.
მოგვწერეთ: info@tavazi.ge
6სტუმრების გადახდები
თავაზი სტუმრებისგან ნომრების საფასურს არ იღებს. სტუმარი, რომელმაც სასტუმროს გადაუხადა, თანხის დაბრუნებას იმავე სასტუმროს სთხოვს, სასტუმროს საკუთარი გაუქმების პირობების მიხედვით.