მთავარ შინაარსზე გადასვლა
დემოს მოთხოვნა
შესვლა

პროგრამა

ყველაფერი, რაც სასტუმროს ყოველდღე სჭირდება.

ჯავშნები, ნომრები, სტუმრები და ანგარიშები ერთ ადგილას, ქართულად და ლარში.

კალენდარი

ყველა ნომერი და ყველა ჯავშანი ერთ ეკრანზე.

ყოველი ზოლი ერთი ჯავშანია. ზედ სტუმრის სახელი წერია, ნიშნით კი ჩანს, საიდან მოვიდა ჯავშანი. თარიღის ქვეშ წერია, რამდენი ნომერი რჩება თავისუფალი.

  • 7, 14 ან 30 დღე ერთ ეკრანზე
  • ჯავშნის გადატანა სხვა ნომერში, მიზეზის მითითებით
  • ბოლო ნომერი ორჯერ ვერასდროს გაიყიდება

დღეს

ვინ ჩამოდის, ვინ მიდის და ვინ რჩება.

დილით ერთი შეხედვით ჩანს დღის სია: ჩამოსვლები, გამგზავრებები, დასალაგებელი ნომრები და ამაღამდელი დატვირთვა.

  • დაბინავებისას: სტუმრის პირადობის დოკუმენტი და სარეგისტრაციო ბარათი
  • გადაუხდელი ანგარიშით სტუმარი ვერ გავა, თუ მიზეზს არ მიუთითებთ
  • დღე თავად იხურება და ღამის ფასი ანგარიშს ემატება
დღევანდელი დღის დაფა: ჩამოსვლა, გამგზავრება, სასტუმროშია, დასალაგებელი, დატვირთვა
სადემონსტრაციო სასტუმრო „მყინვარის“ ნამდვილი ეკრანი

დაჯავშნის გვერდი

სტუმარი ნომერს პირდაპირ თქვენთან ჯავშნის.

თქვენი ლოგოთი, ფერითა და მისამართით. ფასები თქვენი ტარიფებიდან მოდის, თავისუფალი ნომრები კი კალენდრიდან. თავაზი საკომისიოს არ იღებს.

  • ქართულად, ინგლისურად და რუსულად
  • გადახდა სასტუმროში ან ბარათით, როცა Flitt-ს დააკავშირებთ
  • ბმული და QR კოდი
დაწვრილებით დაჯავშნის გვერდის შესახებ 
სასტუმრო „მყინვარის“ დაჯავშნის გვერდი ტელეფონზე

ანგარიშები

ყოველ ჯავშანს თავისი ანგარიში აქვს.

დღის დახურვისას ყოველი ღამის ფასი ანგარიშს თავად ემატება. გადახდას ჩაწერთ, იქნება ეს ნაღდი ფული, ბარათი თუ საბანკო გადარიცხვა. ინვოისს ქართულად გასცემთ, უწყვეტი ნუმერაციით.

  • ფასდაკლებასა და თანხის დაბრუნებას მიზეზი სჭირდება და ლიმიტს ვერ გასცდება
  • ნაღდი გადახდისას იწერება ფისკალური ჩეკის ნომერი, თუ სალარო აპარატს იყენებთ
  • დახურული პერიოდი აღარ იცვლება
სასტუმრო „მყინვარი“ინვოისი № 2026-0418
დელუქსი მთის ხედით · 3 ღამე
₾720
საუზმე · 2 სტუმარი × 3 დღე
₾90
ტრანსფერი თბილისიდან
₾150
გადახდილია ბარათით
−₾960
ნაშთი₾0

ტარიფები

ფასი ყოველ ღამეზე და ნომრის ყოველ ტიპზე, ერთ ცხრილში.

ფასებს კვირის დღეების მიხედვით ცვლით, მაგალითად, მხოლოდ შაბათ-კვირისთვის. ცვლილებას ამოქმედებამდე ხედავთ და შეგიძლიათ გააუქმოთ.

  • ფასი სტუმრების რაოდენობისა და ბავშვის ასაკის მიხედვით
  • ერთი ტარიფი შეიძლება მეორეზე იყოს მიბმული, პროცენტით ან ფიქსირებული თანხით
  • ღამე ფასის გარეშე არ გაიყიდება
ტარიფების ცხრილი
სადემონსტრაციო სასტუმრო „მყინვარის“ ნამდვილი ეკრანი

Booking.com და Airbnb

ერთი კალენდარი ყველა არხისთვის.

კალენდრის ბმულებით უკვე მიერთებულია Airbnb, Booking.com და Vrbo: მათი ჯავშნები თქვენს კალენდარში თავად ჩნდება, თავაზში გაყიდული ნომერი კი ამ საიტებზე იხურება. ფასების ორმხრივი სინქრონიზაცია Channex-ის გავლით ჩაირთვება, როცა Channex თავაზის სერტიფიცირებას დაასრულებს.

  • Booking.com, Expedia და Airbnb
  • ყოველ ზოლზე ჩანს, საიდან მოვიდა ჯავშანი
არხების მიერთების გვერდი
სადემონსტრაციო სასტუმრო „მყინვარის“ ნამდვილი ეკრანი

ასევე

  • დასუფთავება

    ხედავთ, რომელი ნომერია სუფთა, რომელი დასალაგებელი და რომელი შემოწმებული.

  • სტუმრები

    ყოველ სტუმარს თავისი ბარათი აქვს, სადაც მისი ყველა წინა ვიზიტი ჩანს.

  • სტატისტიკა

    დატვირთვა, შემოსავალი და რამდენად ახლოს ხართ დღგ-ის ზღვართან.

  • ინტერნეტის გარეშეც

    ინტერნეტი თუ გაითიშა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ. ცვლილებები კავშირის აღდგენისას გაიგზავნება.