დაჯავშნის გვერდი
პირდაპირი ჯავშნები. საკომისიოს გარეშე.
თქვენს სასტუმროს საკუთარი დაჯავშნის გვერდი ექნება, მაგალითად: book.tavazi.ge/თქვენი-სასტუმრო. სტუმარი ნომერს პირდაპირ თქვენთან ჯავშნის, თავაზი კი საკომისიოს არ იღებს.


რამდენს ზოგავთ
Booking.com-ის 18% დღგ-ით 21,2%-ია.
18%-იან საკომისიოს დღგ ემატება: დღგ-ის არაგადამხდელ სასტუმროს ის 21,2% უჯდება. თქვენს გვერდზე ეს თანხა თქვენთან რჩება. ბარათით გადახდისას Flitt-ის საკომისიო ცალკე იქვითება.
- Booking.com-ის საკომისიო
- ₾2 549
- საკომისიო თქვენს გვერდზე
- ₾0
წელიწადში: ₾30 586
რა აქვს გვერდს
თქვენი ლოგო და ფერი
გვერდი თქვენს სასტუმროს ჰგავს და არა თავაზს.
სამ ენაზე
ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ენას სტუმარი თავად ირჩევს.
პროგრამიდან, თავად
ფასები ტარიფებიდან მოდის, თავისუფალი ნომრები კი კალენდრიდან. ხელით არაფერს აახლებთ.
გადახდა
სასტუმროში ან წინასწარ ბარათით, როცა Flitt-ს დააკავშირებთ. ფული პირდაპირ თქვენთან ჩაირიცხება.
ბმული და QR კოდი
ბმული გააზიარეთ Instagram-ზე და Google რუკებზე. QR კოდი ადმინისტრატორის მაგიდაზე დადეთ.
პირდაპირ კალენდარში
ახალი ჯავშანი კალენდარში თავად ჩაიწერება. ხელით გადასაწერი არაფერია.
ერთ საღამოში
- ლოგო და ფერიატვირთავთ ლოგოს, ირჩევთ ფერს.
- ნომრები და ფასებიტარიფებიდან და კალენდრიდან თავად მოდის.
- გამოქვეყნებაბმული და QR კოდი მზადაა.
